საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება.

„დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და გახდა 3502. 196 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 128, თბილისი – 30, ქუთაისი -19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – ექვსი, ქვემო ქართლი – ხუთი, შიდა ქართლი – ერთი, გურია – ოთხი, მცხეთა-მთიანეთი – ორი, კახეთი -ერთი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე განმარტებით, 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ჯამში ინფიცირებულთა 43 პროცენტი შეადგინა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში 1981 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას.

დატოვე კომენტარი