მარინა ენდელაძე - ყველამ უნდა დავიცვათ რეგულაციები, გავუფრთხილდეთ თბილისს, რომ არ მოხდეს იგივე, რაც აჭარაში
მარინა ენდელაძე - ყველამ უნდა დავიცვათ რეგულაციები, გავუფრთხილდეთ თბილისს, რომ არ მოხდეს იგივე, რაც აჭარაში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, წინა დღესთან შედარებით თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ არა მასშტაბურად.

თუმცა, ენდელაძის თქმით, შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე, ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგულაციების დაცვაა აუცილებელი, რათა თბილისში აჭარის მსგავსი სცენარი არ გამეორდეს.

„წინა დღესთან შედარებით მაინც და მაინც გაზრდილი არ არის, მხოლოდ 65-ია. ძალიან გვჭირდება გაფრთხილება და რეგულაციების დაცვა, გავუფრთხილდეთ ამჯერად თბილისს, რომ არ მოხდეს იგივე, რაც აჭარაში. განგაშს აზრი არ აქვს, გაფრთხილებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ყველგან უნდა გავუფრთხილდეთ. თბილისშიც რომ არ იყოს სერიოზული მატება, საჭიროა რეგულაციების დაცვა, რომელიც ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ იქნებ, გადავრჩეთ და გავაკეთოთ ისე, რომ ყველამ დავიცვათ რეგულაციები და იგივე არ გამეორდეს თბილისში, რაც აჭარაში. აჭარში ალბათ თანდათან მოხდება ლოკალიზება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარას, 65 კი თბილისს უკავშირდება.