კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევიდან 370 აჭარას, 65 თბილისს, 63 კი იმერეთს უკავშირდება.

მისივე განმარტებით, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„აჭარაში 370 შემთხვევაა, თბილისში – 65 , იმერეთში – 63, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 28, ქვემო ქართლში – 11, შიდა ქართლსა და გურიაში 6-6, მცხეთა მთიანეთში – ოთხი, კახეთში – ერთი“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 874 პაციენტიდან 41-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათ შორის ცხრა ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ კიდევ ორ პაციენტს, ენდელაძის თქმით, ერთ-ერთი აჭარიდანაა. საუბარია ასაკოვან პაციენტზე. მარინა ენდელაძეს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, თუ სად გარდაიცვალა კიდევ ერთი ინფიცირებული.

„ერთი აჭარაში გარდაიცვალა, მეორეს შესახებ ჯერ ინფორმაცია არ მაქვს“, – დასძინა ენდელაძემ.