მარიამ ქვრივიშვილმა მეტეხის ხიდთან დაშავებული კორეის მოქალაქე მოინახულა – ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა მეტეხის ხიდთან მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული კორეის მოქალაქე საავადმყოფოში მოინახულა.
„ჩვენ მოვინახულეთ კორეის მოქალაქე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა ტურისტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოხარულები ვართ, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილური, მიუხედავად იმისა, რომ აქვს მრავალგზის დაზიანება და მოტეხილობა. ჩვენ ვესაუბრეთ მას და ბუნებრივია, სამედიცინო გუნდთან ერთად, მონიტორინგს გავუწევთ, რომ მთელი ეს პროცესი იყოს ძალიან სწრაფად წარმართული. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული, რომ გვერდში დავუდგეთ მისი ოჯახის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მათთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოში. ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ კომპანიასთან, რომელიც იყო აღნიშნული ტურის ორგანიზატორი, ისევე როგორც საელჩოსთან“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.