მარიამ ჭანტურიას განცხადებით, სამართალდამცველებმა მისი ავტომობილიდან ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის აპარატურა ამოიღეს
მარიამ ჭანტურიას განცხადებით, სამართალდამცველებმა მისი ავტომობილიდან ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის აპარატურა ამოიღეს

ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლული ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას ავტომობილიდან სამართალდამცველებმა ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის აპარატურა ამოიღეს.

როგორც მარიამ ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციამ აღნიშნული ტერიტორიიდან ავტომობილის გაყვანის საშუალება მისცა.

შსს-ს განმარტებით, მარიამ ჭანტურიას ავტომობილში ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა სასამართლოს განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

გიორგი ჭანტურია და მისი და, მარიამ ჭანტურია სამართალდამცველებს თვალთვალში ადანაშაულებენ.

სოსო ქუთათელაძის საქმეზე გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გათავისუფლდა. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს. მკვლელობის საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.