მარიამ ბოლქვაძემ საბინა შარიპოვა დაამარცხა #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძემ საბინა შარიპოვა დაამარცხა #1TVSPORT

ნურ-სულთანის საერთაშორისო ტურნირზე მარიამ ბოლქვაძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა.

ქართველმა ჩოგანმა (WTA – 195) რამდენიმე დღის წინ განცდილი მარცხის რევანში აიღო და 1/16 ფინალში უზბეკ მეტოქეს, საბინა შარიპოვას (WTA – 474) ორ სეტში 6:2, 6:0 სძლია.

ყაზახეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის 1/8 ფინალში მარიამ ბოლქვაძე ადგილობრივ სპორტსმენს, ყაზახ გოზალ აინიტდინოვას (WTA – 512) 15 ივლისს დაუპირისპირდება.