ქართველი ჩოგბურთელი ყაზახეთში მიმდინარე „ნურ-სულთანის“ ტურნირის გამარჯვებული გახდა. 23 წლის ჩოგბურთელმა, რომელიც ამ ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი ფინალში რუსი ვალერია სავინიხი სამ სეტში (4:6, 6:3, 6:2) დაამარცხა და ტიტული მოიპოვა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ჩოგბურთელებმა საერთო ჯამში 19 ბრეიქი გააკეთეს.
აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძე ფინალამდე სეტის წაუგებლად მივიდა, ბოლო დაპირისპირებაში კი ერთი სეტი დათმო.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარიამი ყაზახეთის ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ეს ტიტული რუს ეკატერინა იაშინასთან ერთად მოიპოვა.