მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ-შეიხის ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
მარიამ ბოლქვაძე შარმ ელ-შეიხის ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ-შეიხში ITF-ის ეგიდით გამართული 25-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული მარიამ ბოლქვაძე გახდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი მეტოქე ელენა პრიდანკინა ორ სეტში, 6:2, 6:1 დაამარცხა. მარიამმა ნახევარფინალშიც მარტივად სძლია რუსეთის სახელით გამომსვლელ ჩოგბურთელს, ალექსანდრა შუბლაძეს.

ბოლქვაძემ ეგვიპტეში ჩატარებული შეჯიბრება სეტის წაუგებლად მოიგო. ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში ITF-ის მე-19 ტიტულია, ერთეულთა თანრიგში კი მან ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.