მარიამ ბოლქვაძე საუკეთესო ასორმოცდაათეულთან ახლოსაა
მარიამ ბოლქვაძე საუკეთესო ასორმოცდაათეულთან ახლოსაა

მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ქალთა რეიტინგის პირველ ათეულში აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ.

შეიცვალა ლიდერი – იაპონელმა ნაომი ოსაკამ შარშანდელი ტიტული ვერ დაიცვა და პირველიდან ერთბაშად მეოთხე ადგილამდე ჩამოვარდა. პირველ პოზიციაზე კი წელს მეორედ გადავიდა ავსტრალიელი ეშლი ბარტი.

აშშ-ის ღიას ახალი ჩემპიონი, კანადელი ბიანკმა ანდრეესკუ პირველად მოხვდა ტოპ-ათეულში და მეხუთე ადგილზე დამკვიდრდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ნიუ იორკში ერთი წრის გავლის წყალობით, ერთბაშად 46 ადგილი მოიგო და ახლა, 156-ე ჩოგანია.

WTA. TOP10

1(2). ბარტი (ავსტრა) – 6 501

2(3). კარ. პლიშკოვა (ჩეხეთი) – 6 125

3(5). სვიტოლინა (უკრაინა) – 5 032

4(1). ოსაკა (იაპონია) – 4 846

5(15). ანდრეესკუ (კანადა) – 4 835

6(4). ჰალეპი (რუმინეთი) – 4 803

7(6). კვიტოვა (ჩეხეთი) – 4 326

8(7). ბერტენსი (ჰოლანდია) – 4 325

9(8). ს. უილიამსი (აშშ) – 3 935

10(12). ბენჩიჩი (შვეიც) – 3 738