მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში ჩინელ შილინ ხუს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ სამ სეტიან შეხვედრაში, ანგარიშით 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა.
შედეგად, ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 202-ე ადგილზე იმყოფებოდა, ტურნირის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
მანამდე, საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ სტადიაზე ბოლქვაძე კორეელ ჰანს დაუპირისპირდა. წაგებული პირველი სეტის შემდეგ, ქართველი შესანიშნავად ათამაშდა და მატჩის სათავისოდ შემოტრიალება შეძლო – 2:6, 6:2, 7:5.
ძირითადი ბადის შეხვედრები ორშაბათს დაიწყება.