ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღიაზე თამაში დაადასტურა

06:59, 14.08.2020

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხანგრძლივი ფიქრისა და პროტესტების შემდეგ, დაადასტურა ამერიკის ღია პირველობაზე და ცინცინატის „მასტერსზე“ თამაში.

„მოხარული ვარ დავადასტურო, რომ წელს მონაწილეობას მივიღებ ცინცინატის „მასტერსში“ და აშშ-ის ღია პირველობაში. ეს რთული გადაწყვეტილებაა, რომელსაც სხვადასხვა მხრიდან წამოსული პრობლემები უშლიდა ხელს, მაგრამ ისევ თამაშის პერსპექტივა ძალიან აღმაფრთოვანებს“, – დაწერა 33 წლის ჯოკოვიჩმა.

„მასტერსი“ 22 აგვისტოს დაიწყება, ამერიკის ღია პირველობა – 31 აგვისტოს.

ცნობილია, რომ ჯოკოვიჩის მთავარი კონკურენტები – რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი ამერიკულ ტურნირებში არ ითამაშებენ.

მსგავსი