მარია ზახაროვა დასავლურ ქვეყნებს ურჩევს, არ ჩაერიონ რუსეთის საქმეებში და საკუთარი პრობლემით დაკავდნენ
მარია ზახაროვა დასავლურ ქვეყნებს ურჩევს, არ ჩაერიონ რუსეთის საქმეებში და საკუთარი პრობლემით დაკავდნენ

დასავლური ქვეყნების განცხადებები ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით კოპირებულივითაა, – ამის შესახებ რუსულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ერბეკას” ეთერში ზახაროვას საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვეს კომენტარი.

„მანამდე ანალოგიური რეაქცია იყო ჩვენი გერმანელი კოლეგებისგან, დასავლეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან. ისინი ყველა თითქოს კოპირებულია. ეს ან რეალობისგან სრული მოწყვეტაა და იმის უცოდინრობა, თუ რაზე იყო დღეს საუბარი სასამართლოში, ან ასეთი პოლიტიკური ანგაჟირებაა, რაც საქმესთან უფრო ახლოსაა”, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, მოსკოვი ურჩევს დასავლეთის წარმომადგენლებს, არ ჩაერიონ რუსეთის საქმეებში და საკუთარი პრობლემით დაკავდნენ.

„არ არის საჭირო სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა. უმჯობესია, ყველა საკუთარი პრობლემებით დაკავდეს. დამიჯერეთ, ამ ქვეყნებს საკუთარი პრობლემა ცოტა არ აქვთ”, – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის „ივ როშეს“ საქმეზე პირობითი სასჯელი რეალურით შეცვალა და 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დასავლურმა ქვეყნებმა სასამართლოს განაჩენი დაგმეს და რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერია დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.