რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა დიდი სლემის მეორე ტურნირზე, როლან გაროსზე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ფრანგულმა გაზეთმა ეკიპმა (L’Equipe) დაწერა.
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კორტზე ბოლოს 2019 წლის 30 იანვარს იყო – სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე. მას შემდეგ, შარაპოვა არ თამაშობს მხარის ტრავმის გამო.
საფრანგეთის ღია პირველობა, 26 მაისიდან 9 ივნისამდე, პარიზში ჩატარდება.
წელს მარია შარაპოვას საუკეთესო შედეგი ავსტრალიის ღია პირველობაზე ჰქონდა – მერვედფინალში გავიდა, სადაც ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან დამარცხდა.