მარია შარაპოვა როლან გაროსს გამოტოვებს
მარია შარაპოვა როლან გაროსს გამოტოვებს

რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა დიდი სლემის მეორე ტურნირზე, როლან გაროსზე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ფრანგულმა გაზეთმა ეკიპმა (L’Equipe) დაწერა.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კორტზე ბოლოს 2019 წლის 30 იანვარს იყო – სანკტ-პეტერბურგის ტურნირზე. მას შემდეგ, შარაპოვა არ თამაშობს მხარის ტრავმის გამო.

საფრანგეთის ღია პირველობა, 26 მაისიდან 9 ივნისამდე, პარიზში ჩატარდება.

წელს მარია შარაპოვას საუკეთესო შედეგი ავსტრალიის ღია პირველობაზე ჰქონდა – მერვედფინალში გავიდა, სადაც ავსტრალიელ ეშლი ბარტისთან დამარცხდა.

დატოვე კომენტარი