მარგველაშვილმა იპონით დაიწყო | ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატი [ვიდეო/ფოტო]
ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს მოქმედმა პრიზიორმა – ვაჟა მარგველაშვილმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე შესანიშნავი სტარტი აიღო.
ტურნირზე მესამე ნომრად განთესილმა გორელმა ფალავანმა პირველ წრეში დაისვენა, მეორეში კი ასევ დასვენებული ბენინელი – აუგუსტ დაგა, ბეჭებზე 24 წამში გააკრა და მესამე წრეში გავიდა.
მარგველაშვილის შემდეგი მეტოქე გერმანელი საიდლი იქნება.