მარგველაშვილი ოქროსთვის, ნინიაშვილი და ნოზაძე კი ბრინჯაოსთვის იასპარეზებენ - ძიუდო
მარგველაშვილი ოქროსთვის, ნინიაშვილი და ნოზაძე კი ბრინჯაოსთვის იასპარეზებენ - ძიუდო

დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემის ტურნირზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა საასპარეზოდ და მათგან სამი ფინალურ ბლოკში იჭიდავებს. 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდება.

ამავე წონაში ბაგრატ ნინიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის რუს იაკუბ შამილოვს დაუპირისპირდება, რომელიც მარგველაშვილმა ნახევარფინალში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

60კგ-ში კი მესამე ადგილისთვის თემურ ნოზაძე იბრძოლებს. იგი მედლისთვის ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუას შეხვდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20.00 საათიდან დაიწყება.