მარცხი ბოლო ტესტ-მატჩში – ბათუმელებმა თურქეთში შეკრება დაასრულეს

00:48, 20.02.2021

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა – საქართველოს ვიცე-ჩემპიონი კახა ცხადაძის ყოფილ კლუბს, შიმკენტისორდაბასს“ შეხვდა და დამარცხდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა თამაში ძალიან ცუდად დაიწყო და უკვე მე-2 წუთზე ყაზახები „დინამოს“ მცველების უხეში შეცდომის შემდეგ დაწინაურდნენ, შეტევა კი რუბენ ბრიგიდომ დააგვირგვინა.

„დინამოს“ წონასწორობის აღდგენა მე-5 წუთზე შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ბათუმელთა შემტევმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც ისევ ორწუთიანი ჩავარდნა მოჰყვა. მე-13 და მე-15 წუთებზე „ორდაბასმა“ კონტრშეტევები განახორციელა და ორივეჯერ შეტევა ჟოაო პაულომ დააგვირგვინა და ანგარიში 0:3 გახადა.

გეგუჩაძის სხვაობის შემცირება მაინც მოახერხა და 33-ე წუთზე ლადო მამუჩაშვილმა პენალტით ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო 10 წუთში ჯაბა ჯიღაურმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. საბოლოო ანგარიში კი 85-ე წუთზე ზიკრილო სულტანიაზოვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:4.

დინამო ბათუმი – ორდაბასი 2:4

გოლები: 0:1 ბრიგიდო (2), 0:2 ჟოაო პაულო (13), 0:3 ჟოაო პაულო (15), 1:2 მამუჩაშვილი (33-პენ), 2:3 ჯიღაური (44), 2:4 მაჰლანგუ (86)

დინამო ბათუმი (4-2-3-1): კუპატაძე – ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, ჩალაძე – ტეიდი, მამუჩაშვილიჯიღაური, ალთუნაშვილი, გროცურეკი – ფანცულაია

ბათუმის „დინამომ“ თურქეთში საერთო ჯამში 5 ტესტ-მატჩი ჩაატარა. ფრედ ითამაშა ტულის „არსენალთან“ (0:0) და უკრაინულ „ლვოვთან“ (1:1), ბოსნიურიბორაცი“ ლადო მამუჩაშვილის დუბლით (2:0) დაამარცხა, ხოლო ვოლგოგრადის „როტორთან“ (1:3) და „ორდაბასისთან“ (2:4) დამარცხდა.

ყაზახებთან მატჩით გია გეგუჩაძის გუნდმა თურქეთში მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და ახალი სეზონის დაწყებამდე დარჩენილ დროს საქართველოში მოემზადება. ეროვნული ლიგის პირველ ტურში ბათუმელები 27 თებერვალს ქუთაისის „ტორპედოს“ „რამაზ შენგელია არენაზე“ ესტუმრება.

მსგავსი