ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ადვოკატმა მატიას მორლამ განაცხადა, რომ მის კლიენტს კუბაზე სამი უკანონო შვილი ჰყავს. ამის შესახებ იურისტმა არგენტინულ გაზეთს “„კლარინს” (Clarin) განუცხადა.
მარადონა მზად არის აღიაროს თავისი შვილები, თუ მისი მამობა დნმ-ის ტესტით დადასტურდება. ადვოკატმა არ გაამხილა არგენტინელის ოჯახის ახალი წევრების ვინაობა.
ირკვევა, რომ ეს სამი შვილი ექს-ფეხბურთელს ორი სხვადასხვა ქალისგან ჰყავს. თუ დნმ-ის ტესტი დაადასტურებს, რომ ისინი მართლაც დიეგოს შვილები არიან, არგენტინელის მიერ აღიარებული ბავშვების რიცხვი რვამდე გაიზრდება.
მარადონა კუბაზე 2000-2005 წლებში ცხოვრობდა და იქ ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობის კურსს გადიოდა.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მარადონა მექსიკური გუნდის „დორადოსის” მთავარი მწვრთნელია.