მარადონა მესის თავის გამონათქვამს აუხსნის
მარადონა მესის თავის გამონათქვამს აუხსნის

ლეგენდარული დიეგო მარადონას ადვოკატმა – მატიას მორლამ განაცხადა, რომ ყოფილი ფეხბურთელი აუცილებლად დაუკავშირდება არგენტინის ნაკრების ფორვარდს ლიონელ მესის, რათა მას თავისი ბოლო გამონათქვამი აუხსნას.

რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონას“ ლიდერის მისამართით მარადონამ არაერთმნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ ლიონელი არ შეიძლება გუნდის ლიდერი იყოს იმის გათვალისწინებით, რომ მატჩის წინ, 20-ჯერ შედის ტუალეტში.

მორლა ირწმუნება, რომ არ ღირს მარადონას სიტყვების პირდაპირ აღქმა -„მარადონა აუცილებლად დაურეკავს მესის და აუხსნის – რა ჰქონდა მხედველობაში. დიეგო ყოველთვის უჭერდა მხარს არგენტინის ნაკრებს და როცა იმ სიტყვებს წარმოთქვამდა, მხედველობაში ჰქონდა ის, რომ ლეო წყობიდან არ უნდა გამოიყვანო. დიეგოს ლაპარაკის სპეციფიკური მანერა აქვს, ამიტომაც მისი სიტყვები არა სწორად გაიგეს და ეს ამბავი გააბუქეს“ – მოჰყავს მორლას სიტყვები Marca-ს.

დატოვე კომენტარი