მარადონა მესიზე – უაზრობაა იმ ადამიანის ლიდერად გადაქცევა, ვინც მატჩამდე ოცჯერ შედის ტუალეტში

15:31, 13.10.2018

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი, დიეგო მარადონა მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, „ბარსელონას“ ფორვარდისგან, ლიონელ მესისგან არგენტინის ნაკრების ლიდერი არ უნდა შექმნან. მარადონას სიტყვები Football-espana.net-ს მოჰყავს.

„მოდით, ამიერიდან თავი დავანებოთ მესის გაღმერთებას. მე მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ უაზრობაა იმ ადამიანის ლიდერად გადაქცევა, ვინც მატჩამდე ოცჯერ შედის ტუალეტში. „ბარსელონას“ რიგებში ერთი მესი თამაშობს, არგენტინის ნაკრებში – მეორე,“ – განაცხადა დიეგომ.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, მარადონამ მესის ურჩია არგენტინის ნაკრებში აღარ დაბრუნდეს.

მსგავსი