„ბეტისმა“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მანუელ პელეგრინი დანიშნა. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
66 წლის ჩილელი სპეციალისტი მუშაობას 2020/2021 წლების სეზონიდან შეუდგება, მისი კონტრაქტი კი 2023 წლამდეა გათვლილი.
შეგახსენებთ, რომ პელეგრინის უმუშავია ისეთ კლუბებში, როგორიცაა „რეალი“, „მალაგა“, „მანჩესტერ სიტი“ და „ვილიარეალი“. ჩილელის ბოლო სამუშაო ადგილი ლონდონის „ვესტ ჰემი“ იყო, საიდანაც იგი 2019 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს.