„ვესტ-ჰემმა“ პელეგრინის გაშვება გადადო

13:44, 16.12.2019
LONDON, ENGLAND - NOVEMBER 23: Manuel Pellegrini, Manager of West Ham United looks on prior to the Premier League match between West Ham United and Tottenham Hotspur at London Stadium on November 23, 2019 in London, United Kingdom. (Photo by Catherine Ivill/Getty Images)

ლონდონური „ვესტ-ჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ უახლოეს პერიოდში თანამდებობა შეინარჩუნა, იტყობინება ბრიტანული მედია. ის გუნდს პრემიერლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში „კრისტალ პალასთან“ ნამდვილად გაუძღვება. მატჩი 26 დეკემბერს გაიმართება.

გამოცემა „გარდიანის“ ინფორმაციით, „საუჰეპტონთან“ გამარჯვებამ მწვრთნელზე ზეწოლა შეამცირა. კლუბის ხელმძღვანელობა ბოლო პერიოდში ჩილელი სპეციალისტის გაშვებას გეგმავდა, მაგრამ ამ მომენტისთვის გადაწყვიტეს პელეგრინის მუშაობის საშულება მისცენ. მწვრთნელის პოტენციურ შემცვლელებად დევიდ მოიესი მოიაზრებოდა. ლონდონურ კლუბს ინგლისის პრემიერლიგაში 17 ტურის შემდეგ 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში 15-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი