ინგლისის პრემიერ ლიგა | ჩელსიმ პირველი ქულები დაკარგა, ლივერპული ერთპიროვნული ლიდერი გახდა
ინგლისის პრემიერ ლიგა | ჩელსიმ პირველი ქულები დაკარგა, ლივერპული ერთპიროვნული ლიდერი გახდა

„ჩელსიმ“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულები დაკარგა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილამდე დაქვეითდა. „არისტოკრატებმა“ „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ სტუმრად ვერაფერი მოუხერხეს და ამის მიზეზი, როგორც მასპინძელთა მწვრთნელი მანუელ პელეგრინი მიიჩნევს, ედენ აზარის თამაშიდან წარმატებით გამოთიშვა გახდა.

ჩელსიმ წლევანდელი ჩემპიონატი ზედიზედ 5 მოგებით დაიწყო, თუმცა მეექვსე ჯერი უიღბლო გამოდგა და მატჩი „ლონდონ სტედიუმზე“ უგოლო ფრით დასრულდა.

„ტაქტიკურად კარგად ვითამაშეთ და ბურთის ფლობის საშუალება მხოლოდ იმ ადგილებში მივეცით, სადაც ჩვენ გვაწყობდა, შედეგად კი თავი კარგად დავიცავით“, – განაცხადა პელეგრინიმ მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე.

 

„ჩელსის“ მიერ ქულების დაკარგვა იმასაც ნიშნავს, რომ პრემიერ-ლიგაში ახლა უდანაკარგოდ მიმავალი ერთადერთი გუნდი დარჩა. ეს არის „ლივერპული“, რომელიც 18 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.