დიეგო სიმეონე მეექვსე მწვრთნელია ისტორიაში, ვინც ტრანსფერებზე მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა #1TVSPORT
დიეგო სიმეონე მეექვსე მწვრთნელია ისტორიაში, ვინც ტრანსფერებზე მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა #1TVSPORT

ორი დღის წინ, მადრიდის „ატლეტიკომ“ ბერლინის „ჰერტადან“ ფორვარდი მატეუს კუნია შეიძინა. 22 წლის ბრაზილიელისთვის ესპანელებმა 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ამ ტრანსფერის შემდეგ, „ატლეტიკომ“ დიეგო სიმეონეს მწვრთნელობისას ახალ ფეხბურთელებში ჯამში მილიარდ ევროზე მეტი გადაიხადა.

ასე რომ, სიმეონე მსოფლიოში მეექვსე მწვრთნელი გახდა, ვინც ტრანსფერებზე მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა. არგენტინელს უსწრებენ ჟოზე მოურინიო (1,76 მილიარდი), ხოსეპ გვარდიოლა (1,59 მილიარდი), კარლო ანჩელოტი (1,37 მილიარდი), მანუელ პელეგრინი (1,16 მილიარდი) და მასიმილიანო ალეგრი (1,06 მილიარდი).

დიეგო სიმეონე „ატლეტიკოს“ 2011 წლიდან ავარჯიშებს და მადრიდულ კლუბს რვა ტიტული მოუტანა.

დატოვე კომენტარი