მანემ სენეგალში კორონავირუსთან საბრძოლველად 45 ათასი ევრო გამოყო და ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა
„ლივერპულის“ ნახევარმცველმა სადიო მანემ სენეგალს კორონავირუსთან საბრძოლველად 45 ათასი ევრო გამოუყო. ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ მანემ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო, ვინაიდან მდგომარეობა სენეგალშიც ძალიან გართულებულია.
27 წლის ვინგერმა თავის თანამემამულეებს სოციალურ ქსელში მიმართა, რათა კორონავირუსთან ბრძოლას სერიოზულად მოეკიდონ და ყველას სახლში დარჩენა ურჩია.
სენეგალში ჯერჯერობით კორონავირუსის 27 შემთხვევაა დაფიქსირებული.