„მანჩესტერ სიტიში“ შობამდე სურთ შეიტყონ პეპ გვარდიოლას გეგმების შესახებ #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობას სურს, რაც შეიძლება მალე შეიტყოს მთავარი მწვრთნელის ხოსეპ გვარდიოლას გეგმების შესახებ. ამის შესახებ წერს Sky Sports.
ესპანელი სპეციალისტის კონტრაქტი ინგლისის ჩემპიონთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და მან უკვე მიანიშნა იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება მისი ბოლო სეზონი იყოს კლუბში.
წყაროს ცნობით, „მანჩესტერ სიტიში“ სურთ გვარდიოლასთან თანამშრომლობის გაგრძელება. ამასთან, კლუბის ბოსები ესპანელი მწვრთნელისგან საბოლოო პასუხს ელოდებიან არაუგვიანეს შობისა, რათა დაიწყონ ახალი მწვრთნელის ძიება.