„მანჩესტერ სიტი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას შეეცდება „ტოტენჰემის“ ფორვარდის ჰარი კეინის შეძენას. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა „ბილდის“ ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა.
როგორც ირკვევა, პეპ გვარდიოლას გუნდი მზად არის ინგლისის ნაკრების ფორვარდში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ამ სეზონში კეინმა პრემიერლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.