„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. და, როგორც ჩანს, მხარეები არ გაახანგრძლივებენ თანამშრომლობას, რადგან თავად ესპანელი სპეციალისტი იხრება „სიტის“ დატოვებისკენ და ამას კლუბის ხელმძღვანელობა უკვე შეგუებულია.
გამოცემა Relevo ასახელებს იმ სპეციალისტს, რომელსაც განიხილავენ გვარდიოლას შემცვლელად. ეს არის „ჟირონას“ დამრიგებელი მიჩელი. იტყობინებიან, რომ ამ უკანასკნელის სტილი ჰგავს გვარდიოლას მუშაობის სტილს, თან არა მხოლოდ ტაქტიკურად, არამედ ქარიზმითა და ფეხბურთის აღქმით.
მიმდინარე სეზონში მიჩელი თავის გუნდთან ერთად ნამდვილი აღმოჩენა გახდა და დღეს „ჟირონა“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.