„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველად წააგო რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით [ვიდეო] #1TVSPORT
პრემიერლიგის 21-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ მოედანზე წააგო „ვულვერჰემპტონთან“.
სტუმრებმა შეხვედრა 1:0 მოიგეს. ერთადერთი გოლი პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა ჟოაო მოუტინიომ გაიტანა. „ვულვზმა“ 1980 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა სტუმრად „იუნაიტედი“.
ეს იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი წაგება რალფ რანგნიკის ხელმძღვანელობით. მანამდე გერმანელმა სპეციალისტმა სამი მატჩი მოიგო და ორი ფრედ დასრულა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ დარჩა მეშვიდე ადგილზე. მას 31 ქულა აქვს და ჩამორჩენა მეოთხე ადგილზე მყოფ „არსენალთან“ ოთხ ქულას შეადგენს, თუმცა მანჩესტერელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.