„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ სოლსკიაერის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ოლე-გუნარ სოლსკიაერს უახლოეს დღეებში დაითხოვენ პოსტიდან, – იტყობინება გაზეთი The Sun.
ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობამ ნორვეგიელი სპეციალისტის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო. დღეისთვის მიმდინარეობს ახალი მწვრთნელის პოსტზე შესაფერისი კანდიდატურის ძიება.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ შეფობისთვის პრიორიტეტულ ვარიანტად მიიჩნევა ბრენდან როჯერსი „ლესტერიდან“. შემდეგ მოდის სიაში „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, რომელმაც, ჯერჯერობით, ზაფხულამდე პაუზის აღება გადაწყვიტა.
ასევე არის ალბათობა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სოლსკიაერს სეზონის ბოლომდე მუშაობის შანსი მისცეს.
ამ მომენტისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეექვსე ადგილზეა პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგის ზონას ექვსი ქულით ჩამორჩება.