„მანჩესტერ იუნაიტედი“ სოლსკიაერთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა კმაყოფილია მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის მუშაობით. მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ იმის მიუხედავადაც, თუ ამ სეზონში გუნდი ვერც ერთ ტიტულს ვერ მოიგებს. ამის შესახებ ESPN წერს.
კლუბში მიაჩნიათ, რომ 48 წლის ნორვეგიელის მთავარ მწვრთნელად მისვლის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოუმატა და შესამჩნევად პროგრესირებს. სოლსკიაერის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება.
მანჩესტერული კლუბი მეორე ადგილზეა პრემიერლიგაში და გასულია ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, სადაც ესპანურ „გრანადას“ შეხვდება.