„მანჩესტერ იუნაიტედი“ შემადგენლობის წმენდისთვის ემზადება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ შემადგენლობის წმენდისთვის ემზადება #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელი სერ ჯიმ რეტკლიფი აპირებს გამოეთხოვოს გუნდის რამდენიმე არასაჭირო ფეხბურთელს.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, ყველაზე მსხვილი გაყიდვა შეიძლება გახდეს მეისონ გრინვუდი, რომელიც, ამჟამად, იჯარით „ხეტაფეში“ თამაშობს და მას ლა ლიგას სხვა კლუბები აკვირდებიან – „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ და „ვალენსია“.

„იუნაიტედი“ ასევე შეიძლება გამოეთხოვოს სკოტ მაკტომინეის, განიბალ მეჯბრისა და ალვარო ფერნანდესს.

რეტკიფი იმედოვნებს 100 მილიონი ფუნტის გამომუშავებას მარტო თავისი აკადემიის ფეხბურთელების გაყიდვით.

არაა გამორიცხული, ეს თანხა 200 მილიონ ფუნტამდე გაიზარდოს, რადგან გუნდი ასევე შეიძლება დატოვონ აარონ ვან-ბისაკამ, კაზემირომ, ჯეიდონ სანჩომ და ანტონიმ.