„მანჩესტერ იუნაიტედი“ მწვრთნელად ზინედინ ზიდანს იწვევს, კრიშტიანო რონალდომ მოიწონა სავარაუდო გარიგება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა აგრძელებს ფიქრს მწვრთნელის შეცვლაზე. კლუბი მუშაობს იმაზე, რომ დაითანხმოს ზინედინ ზიდანი ოლე-გუნარ სოლსკიაერის ჩანაცვლებაზე.
ფრანგი სპეციალისტი ჯერ დარწმუნებული არ არის, ღირს თუ არა თანხმობის მიცემა. მანჩესტერელთა ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ზიდანი მათ სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას კრიშტიანო რონალდოსა და რაფაელ ვარანის გამო, რომლებთანაც წლები იმუშავა მადრიდის „რეალში“, – იტყობინება გაზეთი Times. ირკვევა, რომ რონალდომ უკვე განუცხადა კლუბს, რომ იწონებს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზიდანის მიწვევას.
პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ წაგების შემდეგ, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელებმა მიანიშნეს სოლსკიაერს, რომ მას დაითხოვენ პოსტიდან, თუ სეზონის მსვლელობისას ეჭვქვეშ დადგება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება.