მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება პოზიტიური იმპულსია, რომ პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს
მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება პოზიტიური იმპულსია, რომ პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს

ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელად დაბრუნება არის ახალი და პოზიტიური იმპულსი, რომ პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება მმართველი პარტიისა და ქვეყნის გაძლიერებას წაადგება.

„ძალიან დიდი ხანია, რაც ამაზე მიდის საუბარი და ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ დათანხმდა ამ წინადადებას. არჩევნებიდან არჩევნებამდე დინამიკა იყო ასეთი, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ძლიერდებოდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი პოზიტივისთვის, კიდევ უფრო სწორი მენეჯმენტისთვის, იმისათვის, რომ ასეთი ავტორიტეტის მქონე ადამიანმა თავისი რესურსი გამოიყენოს თავისივე დაფუძნებული პარტიის გაძლიერებისათვის, ეს ადამიანი დაეთანხმა ჩვენს შეთავაზებას, რაც ძალიან სასიხარულოა. ბიძინა ივანიშვილი პარტიულ საქმიანობაში ჩაერთვება მას შემდეგ, რაც ყრილობა დაამტკიცებს და ალბათ ოფიციალური კომენტარიც მაშინ გაკეთდება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 „ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს თავად შესთავზა, პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.

დატოვე კომენტარი