მამუკა ხაზარაძე და მისი ადვოკატი არ პასუხობენ კითხვას, რა ფორმით მიიღეს გიორგი გახარიას წერილი
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი ადვოკატი ზვიად კორძაძე არ პასუხობენ კითხვას, რა ფორმით მიიღეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წერილი, რომელზეც გუშინ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.
როგორც ზვიად კორძაძემ აღნიშნა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლოზე ისაუბრა როგორც წერილის შინაარსზე, ასევე იმაზე, თუ რა პირობებში და ვისგან მიიღო წერილი.
„სასამართლოზე დაკითხვისას პროკურატურას გადაეცა წერილის ასლი. აბსოლუტურად ყველა დეტალზე მიაწოდა სრულ ინფორმაცია, ყველა დეტალი განუმარტა, რა პირობებში და ვისგან მიიღო წერილი“, – განაცხადა კორძაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა ფორმით მიიღო წერილი მამუკა ხაზარაძემ, ადვოკატი აცხადებს: „მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, წერილის ორიგინალი ლონდონში ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი“.