მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარიას წერილს დღეს სასამართლოში წარადგენს
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წერილს დღეს საქალაქო სასამართლოში წარადგენს.
„წერილი თან მაქვს“, – უპასუხა მან ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ჟურნალისტებთან კომენტარს სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ გააკეთებს. მამუკა ხაზარაძე სასამართლოში ადვოკატ ზვიად კორძაძესთან ერთად მივიდა.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობით შედგება და ხაზარაძის განცხადებას უკავშირდება, რომელიც მაშინ მუქარის წერილთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.