მამუკა ბახტაძე - ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე, ორ კვირაში წარვადგენ
მამუკა ბახტაძე - ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე, ორ კვირაში წარვადგენ

ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე პასუხისმგებლობას ავიღებ, ორ კვირაში წარვადგენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და ახალ მთავრობაში აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები.

„რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან მინისტრები მომავლში, ორი-სამი  კვირის თავზე, როდესაც ჩვენ გავივლით კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის პროცედურას, ბუნებრივია, თქვენ და საზოგადოებას მე წარვუდგენ გუნდს, რომელთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ პროგრამას შევასრულებთ. ჩემს გუნდს, ვისთან ერთადაც ავიღებ პასუხისმგებლობას პროგრამის შესრულებაზე, წარვადგენ ორ კვირაში.

ვადასტურებ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენ ახალ მთავრობაში აუცილებლად გვეყოლება ახალი სახეები, მათ შორის, პროფესიული წრეებიდან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრობის კანდიდატებს საპარლამენტო კომიტეტების ფორმატში უკვე მოუსმინეს. შეხვედრები საპარლამენტო ფრაქციებში, უმრავლესობის და უმცირესობის წევრებთან გრძელდება. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს საპარლამენტო უმრავლესობაში უსმენენ.