მამიაშვილის ვერცხლის და თუთაშვილის ბრინჯაოს მედლები 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT
მამიაშვილის ვერცხლის და თუთაშვილის ბრინჯაოს მედლები 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ ბლოკში ორმა ქართველმა იჭიდავა. 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ალეკო მამიაშვილი ფინალში რუს არმენ აგაიანს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ვაზარით დამარცხდა.

გიორგი თუთაშვილმა (66 კგ) კი მესამე ადგილისთვის ფრანგი კაზორლა დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის პირველობაზე გამომსვლელი ნატალია ყიფშიძე (48კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე დაემშვიდობნენ.

ეთერ ლიპარტელიანი, რომელიც საკუთარი წონის ლიდერი და ევროპის ჩემპიონატის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო, მოულოდნელად, გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა.