ძიუდო | პორტუგალიის გრან პრიზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ძიუდო | პორტუგალიის გრან პრიზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

2023 წლის პირველი ტურნირი, პორტუგალიის გრან პრი დღეს აიღებს სტარტს. შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენით გამოვა.

პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდის სახელით სამი სპორტსმენი იჭიდავებს.

60 კგ წონით კატეგორიაში მედლის მოპოვებას გიორგი სარდალაშვილი შეეცდება. 19 წლის ქართველი ტურნირზე განთესილია და მეორე წრეში მონღოლ სუხბატ ბიამბასურენსა და ნიდერლანდელ ემიელ იარგინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

66 კგ-ში ორი ქართველი ისპარეზებს: გიორგი თუთაშვილი და ნაკრების დებიუტანტი, 2022 წლის საქართველოს ჩემპიონი იპოლიტე აქუბარდია. აქუბარდია განთესილია და B ბადეში უზბეკ ბობურ ვადიევსა და უკრაინელ კარო მარანდიანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მეორე ქართველი გიორგი თუთაშვილი კი D ბადეში პირველივე ეტაპიდან იჭიდავებს და მისი მეტოქე ეკვადორელი ლენინ პრეციადო იქნება.

პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით – 13:00-ზე, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე დაიწყება.