ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე #1TVSPORT
ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი აიღო. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) და ილია სულამანიძემ (100) მოიპოვეს.

ტურნირზე მეორე ადგილზე ვლადიმერ ახალკაცი (81), ალეკო მამიაშვილი (73) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი გავიდნენ.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გიორგი ჩიქოვანი (100), გიორგი თუშიშვილი (66) და გელა ზაალიშვილი (+100) გახდნენ. ხვალ, 7 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატზე გუნდური შეჯიბრი გაიმართება.