სარდალაშვილმა ბრინჯაოსთვის დაპირისპირება დათმო - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პირველი დღე უმედლოდ დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

პორტუგალიაში მიმდინარე ძიუდოს გრან პრიზე დღეს სამმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ტურნირზე მედლის მოპოვების შანსი 19 წლის გიორგი სარდალაშვილს (60 კგ) ჰქონდა, რომელიც ბრინჯაოსთვის ფრანგ სედრიკ რევოლს დაუპირისპირდა და გაფრთხილებებით დამარცხდა.

დღეს შეჯიბრებაზე 66 კგ წონით კატეგორიაში გამომსვლელი ორივე ქართველი – გიორგი თუთაშვილი და ნაკრების დებიუტანტი, 2022 წლის საქართველოს ჩემპიონი იპოლიტე აქუბარდია პირველივე დაპირისპირებებში უზბეკ ძოუდოისტებთან, მუხრიდინ ტილოლოვთან და ბოდურ ვადიევთან დამარცხდნენ და ტურნირი მათაც უმედლოდ დაასრულეს.

28 იანვარს პორტუგალიის გრან პრიზე მედლების მოსაპოვებლად სამი ქართველი იჭიდავებს – გიორგი ჩიხელიძე, ლუკა კაპანაძე (ორივე – 73 კგ) და ზაურ დვალაშვილი (81 კგ).