მამაკაც სინქრონისტებს პარიზის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მისცეს #1TVSPORT
საწყლოსნო სახეობების საერთაშორისო ფედერაციამ (FINA) გამოაცხადა, რომ მამაკაცები შეძლებენ 2024 წელს პარიზის ზაფხულის თამაშებზე სინქრონული ცურვის გუნდურ ასპარეზობაში გამოსვლას.
შესაბამისი ნებართვა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გასცა.
ახალი წესები საშუალებას იძლევა, რვა სპორტსმენისგან შემდგარ გუნდში, მაქსიმუმ, ორი მამაკაცი იყოს.
ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ოლიმპიადაზე სინქრონულ ცურვაში მონაწილეობას მიიღებენ მამაკაცები.
პარიზში ზაფხულის თამაშები 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.