მამადუ საკო „მონპელიეს“ მთავარ მწვრთნელს ფიზიკურად გაუსწორდა #1TVSPORT
„მონპელიეს“ მცველი, მამადუ საკო საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელს, მიშელ დერ ზაქარიანს ვარჯიშის დროს დაუპირისპირდა, – იუწყება L’Equipe.
ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და საბოლოოდ, საკუს თავდასხმის შემდეგ, ზაქარიანი მინდორზე დაეცა. ჯერჯერობით, უცნობია, როგორი გაგრძელება ექნება ფეხბურთელისა და მწვრთნელის ჩხუბს.
მამადუ საკო „პარი-სენჟერმენის“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. პარიზულ კლუბში 2013 წლამდე თამაშობდა, შემდეგ კი „ლივერპულის“ რიგებს შეურთდა. 2016 წელს ის დოპინგ-სკანდალში გაეხვია და „მერსისაიდელებმა“ იჯარის წესით „კრისტალ პალასში“ გაუშვეს. „მონპელიემ“ საკო ამ ზაფხულს 28 მილიონ ევროდ შეიძინა.