ლევან ჩილაჩავა მომდევნო სეზონიდან „კასტრში“ ითამაშებს
ლევან ჩილაჩავა მომდევნო სეზონიდან „კასტრში“ ითამაშებს

ქართველი ბურჯი ლევან ჩილაჩავა სეზონის მიწურულს „მონპელიეს“ დატოვებს და კარიერას ფრანგულ „კასტრში“, კვლავ უმაღლეს დონეზე („ტოპ 14“) გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას პოპულარული ფრანგული სარაგბო გამოცემა „რაგბი ედიქთი“ (Rugby Addict) ავრცელებს.

ჩილაჩავა „მონპელიეში“ 2018 წლიდან თამაშობდა. ქართველი მორაგბე ამ კლუბში „ტულონიდან“ გადავიდა, სადაც შვიდი წელი გაატარა.

28 წლის სპორტსმენი ეროვნული ნაკრების ღირსებას 2011 წლიდან იცავს – მის ანგარიშზე „ბორჯღალოსნების“ რიგებში 55 კეპი და 9 ლელოა.