მალაგაში ევროპის თასზე ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს #1TVSPORT
ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის ევროპის თასის გამარჯვებული გიორგი ტერაშვილი (-73 კგ) გახდა. ფინალში ქართველმა ყაზახი ადილეტ ალმატი დაამარცხა.
ტურნირზე თენგო ზირაქაშვილმა (-66 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს კაკო ჩაფურიშვილი (-60 კგ) და ლუკა ჯავახიშვილი (-81 კგ) დაეუფლნენ.