მაკგრეგორი - ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლია, ხაბიბი ოცეულშიც არ შედის
მაკგრეგორი - ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლია, ხაბიბი ოცეულშიც არ შედის

შერეული ორთაბრძოლების (MMA) ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი სათავეში ჩაუდგა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათლეტების რეიტინგს.

დანა უაითის ორგანიზაციამ მაკგრეგორს ჯამში 8.56 მილიონი ევრო გადაუხადა. კონორს დებიუტი UFC-ში 2015 წელს ჰქონდა და მას შემდეგ, ხუთიდან ოთხ ყველაზე შემოსავლიან ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

მეორე ადგილზეა ბრიტანელი მაიკლ ბისპინგი. მისმა შემოსავალმა შეადგინა 6.38 მილიონი ევრო. შერეულ ორთაბრძოლებში კარიერამ სერიოზულად იმოქმედა ბისპინგის ჯანმრთელობაზე – მას ხელოვნური თვალი და მუხლი აქვს.

მესამე ადგილზე გავიდა კანადელი ჟორჟ სენ-პიერი 6.29 მილიონით.

აღსანიშნავია, რომ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ვარსკვლავი, რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვი ტოპ-ოცეულშიც ვერ მოხდა.

ეს მონაცემები გამოაქვეყნა გამოცემა „სტრიტმა“. აღნიშნულ თანხებში შესულია მხოლოდ ბრძოლებიდან მიღებული სუფთა ჰონორარი – სპონსორული გარიგებებისა და ბონუსების გარეშე.

კონორ მაკგრეგორს 2019 წელს არც ერთი ბრძოლა არ აქვს ჩატარებული.