მაისურაძე ბაქოს გრანდ სლემის მეოთხედფინალშია - სომხიშვილი და ინანეიშვილი რეპეშაჟში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც სამი ძიუდოისტი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

90კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ მერვედფინალში მონღოლი მეტოქე იპონით დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს.

ბაქოს გრანდ სლემზე რეპეშაჟში გამოვლენ მძიმეწონოსნები საბა ინანეიშვილი და სოფიო სომხიშვილი. გურამ თუშიშვილი (+100კგ) პირველივე დაპირისპირებაში ტურნირს მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დაემშვიდობა. ასევე უმედლოდ დარჩა 100კგ-ში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე. მერვედფინალში იგი უზბეკ ტურაბოევთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ბაქოს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.