მაისურაძე ბაქოს გრანდ სლემის მეოთხედფინალშია – სომხიშვილი და ინანეიშვილი რეპეშაჟში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

13:33, 06.11.2022

ბაქოში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც სამი ძიუდოისტი მედლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

90კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ მერვედფინალში მონღოლი მეტოქე იპონით დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს.

ბაქოს გრანდ სლემზე რეპეშაჟში გამოვლენ მძიმეწონოსნები საბა ინანეიშვილი და სოფიო სომხიშვილი. გურამ თუშიშვილი (+100კგ) პირველივე დაპირისპირებაში ტურნირს მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით დაემშვიდობა. ასევე უმედლოდ დარჩა 100კგ-ში მოასპარეზე ახალგაზრდა ილია სულამანიძე. მერვედფინალში იგი უზბეკ ტურაბოევთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალია, რომელიც გუშინ ბაქოს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა.

მსგავსი