ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა შეიძინა წილი კიბერსპორტულ ორგანაზიაციაში, – იტყობინება aXiomatic Gaming-ის „ტვიტერი“.
ჯორდანმა, რომელიც NBA-ის კლუბის „შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელია, პარტნიორებთან ერთად, დაახლოებით 26 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა კიბერსპორტულ ორგანიზაციაში, რომელიც, თავის მხრივ, ორგანიზაცია Team Liquid-ის ქვეგანყოფილებაა. კლუბს გააჩნია 13 კიბერსპორტული დისციპლინა. მათ შორისაა – Dota 2, CS:GO, League of Legends, PlayerUnknown’s Battlegrounds და სხვები.