სუპერმძიმე კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა ჟურნალისტს მოუყვა, რას გაუკეთებდა ფლოიდ მეივეზერს, ქუჩაში რომ შეხვედროდა.
„მე რომ ქუჩაში მეივეზერს შევხვედროდი, მას შავ დღეს დავაყრიდი. აი, რინგზე რომ გავსულიყავით ერთმანეთის წინააღმდეგ, ის მე დამამარცხებდა“, – მოჰყავს ტაისონის სიტყვები გაზეთ „სანს“ (The Sun).
ტაისონმა კარიერა 2005 წლის 11 ივნისს დაასრულა. მის აქტივშია 50 მოგება და ექვსი წაგება.